Sunday, July 10, 2016

მე-9 დღის ფეფლექსია - გავიხსენეთ წინა მასალა, ვისწავლეთ ინფორმაციის ბლოგზე მიბმის ტექკიკა და ჩვენს ბლოგებს მივაბით პროექტის პორტფოლიო. განაკეთეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაციები.
    მთლიანობაში, ტრენინგი ძალიან საინტერესო და საჭირო იყო. ვისწავლეთ პროექტებით სწავლების სპეციფიკა, გავეცანით ძალიან საინტერესო სახელმძღვანელოს უამრავი საჭირო რესურსით, ვისწავლეთ ჩეკლისტების გამოყენება, დავხვეწეთ ჩვენი ცოდნა შეფასებასთან დაკავშირებით. გავიუმჯობესეთ ისტ უნარები, დავწერეთ პროექტები, რომელსაც განვახორციელებთ ახალი სასწავლო წლიდან. გავიცანით კოლეგები და ძალიან საინტერესო, ენერგიული, მაღალკვალიფიციური ტრენერი.

Saturday, July 9, 2016

მე-8 დღის რეფლექსია  - გავიხსენეთ წინა ტრენინგის მასალა, ვნახეთ ტრენერის კომენტარები ჩვენს გეგმებთან, დავხვეწეთ ჩვენი აქტივობები. ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე, განვიხილეთ სახელმძღვანელოში მოდული 6, გავწერეთ დიფერენცირებული დავალებები სუსტი, არაქართულენოვანი და ნიჭიერი მოსწავლეებისათვის, პროექტის შაბლონი შევავსეთ ბოლომდე. შევცვალეთ ბლოგის დიზაინი.

Friday, July 8, 2016

მე-7 დღის რეფლექსია - გავიხსენეთ წინა დღეების მასალა, მოვახდინეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაციები და მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი. დავგეგმეთ ჩვენი პროექტის აქტივობები, შევიტანეთ გეგმის შაბლონში და გავუზიარეთ ტრენერს.

Sunday, July 3, 2016

მე-6 დღის რეფლექსია - გავიხსენეთ წინა მასალა, კიდევ ერთხელ განვიხილეთ შფასების ფორმები, ავირჩიეთ 2 შეფასების ფორმა - თანატოლთა ურთირთშეფასების ფორმა და პრეზენტაციის ჩრკლისტი. ადაპტირებული პრეზენტაციის ჩეკლისტი მოვარგეთ მ ჩვრნს მოსწავლის ნაშრომს. ჩელკისტის მიხედვით შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.   ვიმუშავეთ პოვერ პოინტში და გავაკეთეთ მოსწავლის ნაშრომის პრეზენტაცია. ვისწავლეთ პროგრამაში მუშაობის სპეციფიკა. პრეზენტაცია ავტვირთეთ დრაივში და გავუზიარეთ ტრენერს. სასწავლო პროექტის გეგმაში ჩავწერეთ შეფასების მოკლე მონახაზი. განვმართეთ თითოეული მეთოდის მნიშვნელობა.

Saturday, July 2, 2016

რეფლექსია მე მე-5 დღე.   გავიმეორეთ წინა დღის მასალა. გავეცანით შეფასების სხვადსხვა მეთოდებს, ვისაუბრეთ მიმდინარე და საბოლოო შეფასებაზე, განვიხილეთ შეფასების 5 სრტატეგია. თითოეული სრტატეგიიდან ავირჩიეთ   მეთოდები და ინსტრუმენტები ჩვენი პროექტისათვის. შევიტანეთ პროექტის გეგმის შაბლონში, შეფასების დროის ჩარჩოში. განვიხილეთ შფასების სხვადასხვა ფორმები, კერძოდ, პრეზენტაციის ჩეკლისტი, თანატოლთა უკუკავშირის ფორმა და პრეზენტაციის შეფასების რუბრუკა. ვისაუბრეთ მოსწავლის სავარაუდი ნაშრომზე, მივიღეთ საშინაო დავალება.

Friday, July 1, 2016

მე-4 დღის რეფლექსია - გავიხსენეთ წინა დღეების მასალა,ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების მნიშვნელობაზე პროექტებით სწავლებაში. განვიხილეთ მიმართელების მიმცემი საკვანძო კითხვების პრეზენტაცია. გავარჩიეთ ზოგადი და თემატური კითხვები, მოვიფიქრეთ კითხვები ჩვენი პროექტისათვის, შევიტანეთ გუგლდოკებში, გავუზიარეთ ტრენერსა და ჯგუფის წევრებს და მივიღეთ უკუკავშირი.

Sunday, June 26, 2016

მესამე დღე -  გავიხსენეთ წინა დღის თემები, ვისაუბრეთ სტანდარტის მნიშვნელობაზე, მოვიძიეთ და გეგმის შაბლონში გადმოვიტანეთ შერჩეული სტანდარტები. გავეცანით სასწავლო მიზნებს - ბუნდოვანსა და სპეციფიურს, ბლუმის განახლებული ტაქსონომიის სიტყვების გამოყენებით დავწერეთ ჩვენი მიზნები და გავაცანით კოლეგებს.გავეცანით პუბლიკაციის მომზადების სპეციფიკას, ბუკლეტის მომზადების წესს. ვისწავლეთ პროგრამა Publishen-ის გამოყენება ბროშურის შედგენისას. მივიღეთ დავალებები მომავალი მეცადინეობისათვის: 1. ბუკლეტის ტექსტების მომზადება, 2. სტანდარტების გადახედვა. ავტვირთეთ დღევანდელი დღის რეფლექსია.