Sunday, June 26, 2016
მესამე დღე - გავიხსენეთ წინა დღის თემები, ვისაუბრეთ სტანდარტის მნიშვნელობაზე, მოვიძიეთ და გეგმის შაბლონში გადმოვიტანეთ შერჩეული სტანდარტები. გავეცანით სასწავლო მიზნებს - ბუნდოვანსა და სპეციფიურს, ბლუმის განახლებული ტაქსონომიის სიტყვების გამოყენებით დავწერეთ ჩვენი მიზნები და გავაცანით კოლეგებს.გავეცანით პუბლიკაციის მომზადების სპეციფიკას, ბუკლეტის მომზადების წესს. ვისწავლეთ პროგრამა Publishen-ის გამოყენება ბროშურის შედგენისას. მივიღეთ დავალებები მომავალი მეცადინეობისათვის: 1. ბუკლეტის ტექსტების მომზადება, 2. სტანდარტების გადახედვა. ავტვირთეთ დღევანდელი დღის რეფლექსია.
Saturday, June 25, 2016
პირველი დღე - გავიცანი ტრენერი და ტრენინგის მონაწილეები, ტრენინგის მიზანი და მასალის დროში განაწილების გეგმა. გავეცანით ინტელის სახელმძღვანელოს, მის შემადგენელ ნაწილებს., სასურველი საკითხის მიგნებას ტექსტში. ვისწავლეთ ტექსტის ჩანიშვნა, კომენტარი, გაფერადება. გავეცანით პროექტზე მუშაობის თანმიმდევრობას, ვნახეთ პროექტზე მუშაობის ვიზუალური მასალა. ვიმუშავეთ ბლოგის შექმნაზე, ავტვირთეთ რეფლექსია.
Subscribe to:
Posts (Atom)